четверг, 10 июня 2010 г.

გარემოს დაცვა


1.პროექტის სახელწოდება:გარემოს დაცვა
2.პროექტის მოკლე აღწერა:–პროექტის მონაწილენი სწავლობენ გარემოს დაბინძურების წყაროებს და შეიმუშავებენ გარემოს დაცვით ღონისძიებებს.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ირჩევენ სკოლის მახლობლად არსებულ რომელიმე საწარმოს, უთანხმდებით ვიზიტის შესახებ და ვაწყობთ ექსკურსიას. მოსწავლეებს ვყოფ სამ ჯგუფად და თითოეული ჯგუფი ირჩევს ერთ–ერთ თემას:
  • საწარმოოს ეკონომიკური მნიშვნელობა;
  • საწარმოს მიერ ბუნებრივი რესურსების გამოყენება;
  • საწარმოს მიერ გარემოს დაბინძურება და გარემოს დაცვითი ღონისძიებები.
თითოეული ჯგუფი მოაგროვებს შესაბამის ინფორმაციას:
  • რა პროდუქციას უშვებს , რამდენი ადამიანია დასაქმებული, რამდენ გადასახადებს იხდის ეროვნულ და ადგილობრივ ბიუჯეტში, რა მოგება აქვს, ეკონომიკის სხვა რომელი სფეროების განვითარებას უწყობს ხელს.
  • რომელ ბუნებრივ რესურსებს იყენებს, გამოლევადია თუ არა ეს რესურსები,აქვს თუ არა აღებული ამ რესურსებით სარგებლობის ნებართვა, იყენებს თუ არა იგივე რესურს ადგილობრივი მოსახლეობა და იქმნება თუ არა ამის გამო კონფლიქტური სიტუაცია.
  • რა მყარი ნარჩენები აქვს წარმოებას და სად ხდება ამ ნარჩენების განთავსება, აქვს თუ არა გამონაბოლქვი,ბინძურდება თუ არა წყალი და ნიადაგი, გაკეთებული აქვს თუ არა გარემოზეზემოქმედების შეფასება, ახდენს თუ არა გავლენას ბიომრავალფეროვნებაზე। ასევე მოსწავლეები მოამზადებენ ფოტო და ვიდეო მასალას,აიღებენ ინტერვიუს საწარმოს ხელმძღვანელობასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან.
4.პროექტის ხანგრძლივობა:2 თვე.
5. მონაწილეთა ასაკი:14წლიდან 17 წლამდე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:–მოსწავლეები საფუძვლიანად ეცნობიან საწარმოს ისტორიას მის გეოგრაფიულ მდებარეობას, გამოიმუშავებენ ჯგუფურ მუშაობას, ისწავლიან ინტერვიუს აღების მეთოდს, ელექტრონული ჟურნალის შექმნას,სლაიდების მომზადებას, მოაწყობენ სურათების და ჩანახატების გამოფენას.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება ბლოგი ამ პროექტის შესახებ,ასევე ვებ გალერეა სადაც განთავსდება მოსწავლეების ნამუშევრები.
8. სასარგებლო სხვებისთვის: ამ პროექტის საიტის დამთვალიერებლები გაეცნობიან ტყიბულში არსებულ საწარმოს საქმიანობას, გაეცნობიან მის ისტორიას და გაიგებენ მის ადგილ –მდებარეობას.
9.სამუშაო ენა :ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: გეოგრაფია, ქიმია, ეკოლოგია, ხელოვნება. გამოუმუშავდებათ უნარ–ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში(ტექსტური რედაქტორი,ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში,პრეზენტაციის მოწყობა, ვებ–გვერდის შექმნა.)
11.პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი: მაია ფერცულიანი.
12.ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:maiaferculiani@gmail.com